შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარების იდენტიფიცირება/პროგნოზირება და პროფესიის სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავება
შუალედური შეფასებისას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებსა და სასწავლო საწარმოებთან თანამშრომლობა, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდების დაგეგმვა-ორგანიზების უზრუნველყოფა ან/და მასში მონაწილეობა;
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის:
სასწავლო საწარმოებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღება;დუალურ სწავლებაში სასწავლო საწარმოების ჩართულობის
უზრუნველსაყოფად, შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება;
„დარგობრივი უნარების ორგანიზაცია აგრო დუო’’ წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც ძირითადად მოქმედებს ეკონომიკური საქმიანობის ან/და დასაქმების შემდეგ სფეროში/სფეროებში:
· მეცხოველეობა;
· მემცენარეობა;
· ჰელიკულტურა;
· აკვაკულტურა;
· მეფუტკრეობა;
· ბიომეურნეობა;
· ვეტერინარია;
· მეტყევეობა;
· საკვები პროდუქტების გადამუშავება;
· კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა;
· აგრარულ დარგთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ან/და დასაქმების სხვა სფერო.