საქმიანობა

Agroduo

საქმიანობის აღწერა

„დარგობრივი უნარების ორგანიზაცია აგრო დუო’’ წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც ძირითადად მოქმედებს ეკონომიკური საქმიანობის ან/და დასაქმების შემდეგ სფეროში/სფეროებში:

  •  მეცხოველეობა;
  •  მემცენარეობა;
  •  ჰელიკულტურა;
  •  აკვაკულტურა;
  •  მეფუტკრეობა;
  •  ბიომეურნეობა;
  •  ვეტერინარია;
  •  მეტყევეობა;
  •  საკვები პროდუქტების გადამუშავება;
  •  კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა;
  •  აგრარულ დარგთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ან/და დასაქმების სხვა სფერო.

აგრო დუოს მიზნები

აგრარულ სექტორში უნარების ეფექტიანი ეკოსისტემის ჩამოყალიბება
აგრარულ სექტორში დარგში უნარების პოლიტიკის განსაზღვრა და წარმართვა
აგრარულ სექტორში კვალიფიციური ადამიანური რესურსის პრობლემის გადაჭრა და ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა
აგრარული სექტორის მდგრადი განვითარება
აგროდუოს ძირითადი ფუნქციებია

შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარების იდენტიფიცირება/პროგნოზირება და პროფესიის სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავება

აგროდუოს ძირითადი ფუნქციებია

შუალედური შეფასებისას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებსა და სასწავლო საწარმოებთან თანამშრომლობა, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდების დაგეგმვა-ორგანიზების უზრუნველყოფა ან/და მასში მონაწილეობა;

აგროდუოს ძირითადი ფუნქციებია

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის:

  •  სასწავლო საწარმოებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღება;
  •  დუალურ სწავლებაში სასწავლო საწარმოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება;
  •  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების/განხორციელებისა და პროფესიულ სტუდენტთა შერჩევის პროცესებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებისა და სასწავლო საწარმოს მხარდაჭერა;
  •  სასწავლო საწარმოსა და პროფესიულ სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი და კონფლიქტების პრევენციის მიზნით ღონისძიებების განხორციელება;
  •  სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებული საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურების დანერგვა და ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვა ღონისძიებების განხორციელება;
  •  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მხარდაჭერა, მათ შორის,
  • სასწავლო საწარმოების კონსულტირება და სასწავლო საწარმოებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია;
აგროდუოს ძირითადი ფუნქციებია

შუალედური შეფასებისას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებსა და სასწავლო საწარმოებთან თანამშრომლობა, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდების დაგეგმვა-ორგანიზების უზრუნველყოფა ან/და მასში მონაწილეობა

აგროდუოს ძირითადი ფუნქციებია

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, კოოპერაციულ სწავლებაში ჩართვის მსურველი იურიდიული პირის/მეწარმე სუბიექტის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების საკითხებში/პროცესებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხელშეწყობა

აგროდუოს ძირითადი ფუნქციებია

ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროექტებში/გრანტებში მონაწილეობის მიღება, მიღებული გამოცდილების და შემოსავლების ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელების ხელშესაწყობად გამოყენება.