წევრები

1. ზოგადი ინფორმაცია

ა(ა) იპ ‘’საქართველოს დეკორატიული და ტყის შემქმნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა ასოციაცია’’ შეიქმნა 2018 წელს, საქართველოში დეკორატიული მცენარეების წარმოების განვითარების მიზნით, იგი 40 წევრს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

2. მისია:

ასოციაციის მისიაა ხელი შეუწყოს დეკორატიული მცენარეების წარმოების განვითარებას, წარმოების გაზრდის და ხარისხის ამაღლების მიმართულებით. დაიცვას მწარმოებელთა ინტერესები

3. საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

1. დეკორატიული მცენარეების წარმოების განვითარება საქართველოში;

2. დეკორატიული მცენარეების მწარმოებელთა სწავლება-სტაჟირება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება; ექსტენცია;

3. ცნობიერების, გამოცდილების დონის ამაღლება დეკორატიული მცენარეების წარმოების და რეალიზაციის მიმართულებით;

4. დეკორატიული მცენარეების და სერთიფიცირების სისტემის დანერგვის და სერთიფიცირების ხელშეწყობა;

5. დეკორატიული მცენარეების მწარმოებელთა კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობა;

6. დეკორატიული მცენარეების მწარმოებელთა უფლებების დაცვა;

7. კანონშემოქმედება;

4. მისამართი/მისამართები: დიდი დიღომი, მე-3 მიკრ, მე-20 კორპ, ბ20

5. ცხელი ხაზი: 551520211

6. ელ.ფოსტა: georgiangrowers@gmail.com

1. ზოგადი ინფორმაცია:

„საქართველოს მეთევზეთა ასოციაცია“ – (GFFA) დაფუძნდა 2012 წელს. დამფუძნებლები არიან ფერმერები და დარგის სპეციალისტები. ასოციაციაში გამგეობა წარმოდგენილია 12 წევრით, ქვეყნის ყველა რეგიონიდან. ასოციაცია აერთიანებს 200-ზე მეტ ფერმერს, მათ შორის არიან ქალებიც.

ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაცია Eurofish-თან, FAO-ს კომისიებთან – GFCM და CACfish, ასევე, ევროპის აკვაკულტურის მწარმოებელთა ფედერაციის (FEAP)-თან. ასოციაციაში შეიქმნა „ექსპერტთა საერთაშორისო საბჭო“, რომელშიც აკვაკულტურის ცნობილი ექსპერტები გაერთიანდნენ. მათი დახმარებით იგეგმება მრავალი საინტერესო და ინოვაციური პროექტის განხორციელება აკვაკულტურის სფეროში.

2. მისია:

აკვაკულტურის ფერმერების გაერთიანება დარგში არსებული გამოწვევების ირგვლივ და მათი გადაჭრის გზების ძიება ქვეყანაში მდგრადი აკვაკულტურის განვითარების მიზნით.

3. საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

· შუამავალი რგოლი ფერმერებსა და სახელისუფლებო თუ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;

· საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით ფერმერებისთვის პრაქტიკული და თეორიულ ნაწილში დახმარება

· ცნობიერების ამაღლება

4. მისამართი/მისამართები:

1. ქ. თბილისი, გდლანის რაიონი, ავჭალა, წყალსაქაჩის მიმდებარედ

2. გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალდაბა, შპს „ბიო-მარი“

5. ცხელი ხაზი:

+995 599 58 07 85

+995 591 19 91 49

 

6. ელ.ფოსტა: geofishfarmassociation@gmail.com aquageorgia2013@gmail.com

1. ზოგადი ინფორმაცია : საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაცია დაფუძნებულია 1999 წლის დეკემბერში. ამჟამად აერთიანებს 200-ზე მეტ პროფესიონალ მეფუტკრეს მთელი საქართველოს მასშტაბით; საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

2. მისია: საქართველოში, მეფუტკრეობაში თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვით და პროდუქციის მრავალფეროვნების გაზრდის გზით, მეფუტკრეების შემოსავლების გაზრდა და ცხოვრების დონის ამაღლება.

3. საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

· საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა კოორდინაცია, მათი უფლებების დაცვა, ხელშეწყობა მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება, გადამუშავებასა და რეალიზაციაში.

· პროფესიონალ მეფუტკრეთა იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურება.

· დარგში სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის წარმართვა და ხელშეწყობა.

· ქართული მთის რუხი ფუტკრის გენოფონდის დაცვა, ზრუნვა მის შენარჩუნებასა და მოშენებაზე.

· საქართველოში თაფლოვანი მცენარეების გაშენება.

4. მისამართი/მისამართები:

1) ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. 11, ბინა 48,

2) ქ. თბილისი, იაკობ გოგებაშვილის ქ.28,

3) ქ. ხონი, აღმაშენებლის ქ. 98

5. ცხელი ხაზი: 599 19 75 88 , 5 11 123 000

6. ელ.ფოსტა: temurigogob@gmail.com

ზოგადი ინფორმაცია: აიპი „ აგრო სერვის ჯგუფი“ დაფუძნებულია აგრო ბიზნესის სპეციალისტების მიერ 2015 წელს, მასში გაერთიანებულია აგრარული დარგის სპეციალისტები, ფერემერები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ორგანიზაცია თანამშრომლობს სახელმწიფო ინსტიტუტებთან, საბანკო სექტორთან, მასმედიის საშუალებებთან, ლაბორატორიებთან და კვლევით ცენტრებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მაკონტროლებელ სამსახურებთან, ფარმაცევტულ და კერძო კომპანიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასევე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულს/დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ან სპეციალისტს შეუძლია გახდეს ორგანიზაციის წევრი და წარმოაჩინოს თავისი ხედვა და გამოცდილება შესაბამის დარგში

2. მისია: „აგრო სერვის ჯგუფი“-ს ძირითადი მიზანია: საქართველოს მაშტაბით აგრო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია. ორგანიზაციისთვის პრიორიტეტულია მეთევზეობისა და მეცხოველეობის დარგის მხარდაჭერა და მათი განვითარება როგორც აგრო ბიზნესი

3. აგრო სერვის ჯგუფის საქმიანობა :

  • ფერმერთა ინტერესების დაცვა, მათი ინფორმირებულობა ქვეყანაში მიმდინარე აგრარულ პოლიტიკასა და სხვადსხვა პროექტების შესახებ
  • ფერმერთა პროფესიული კონსულტირება და მომსახურეობა
  • სტარტაპზე აგრო ბიზნესის დაკვალიანება და მის განვითარებაში დახმარება
  • ცხოველური პროდუქტების სრული წარმოების(გამოზრდი) ტექნოლოგიის შემუშავება თანამედროვე სტანდარტებით და მათი ადგილ წარმოშობის განმსაზღვრელი ნიშნის მინიჭება
  • ფერმებში, მეურნეობებში სტანდარტებისა და ხარისხის კონტროლის დანერგვა, (პირველადი წარმოება) ხარისხის ნიშნის შექმნა
  • წარმოებული ცხოველური პროდუქტების თვითღირებულების დათვლა, ბრენდირება და რეალიზაცია
  • ფერმერის როგორც ფერმერული საქმიანობის ასევე მათი სოცოლურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
  • აგრო ბიზნესში გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარება
  • ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ პრაქტიკაში დაგროვილი ცოდნის მომავალი კოლეგებისათვის გაზიარება
  • აკვაკულტურის, მეცხოველეობის დარგის სასწავლო პროგრამების მომზადება
  • ახალგაზრდებთან შეხვედრები მათი სოფლის მეურნეობით დაინტერესების მიზნით და სხვა

4. მისამართი

დასავლეთ საქართველოს საკოორდინაციო შტაბი: ქობულეთი; წერეთლის 17

თბილისი; მოსკოვის გამზირი 5

5. ტელეფონი

599 14 20 95

595 73 69 69

6. ელ.ფოსტა:

agroservice111gmail.com

1. “მომავლის ფერმერი” 2007 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია ხელს უწყობს ფერმერებს და დარგის სპეციალისტებს განვითარებასა და თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებაში; ინოვაციური და კონკურენტუნარიანი მოდელების ინიცირებაში. ის მხარს უჭერს გარემოსთან მეგობრული, დამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვას; ეწევა აგრარული პროფესიების და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას; ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით მუშაობს ფერმერების და სპეციალისტების უნარების განვითარებაზე; აქვს ახალგაზრდული პროგრამები; ხელს უწყობს ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას; მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (შშმ) დარგობრივი უნარების და სათემო ინიციატივებში ინტეგრაციის მიმართულებით.

2. მისია: საქართველოს სოფლის მეურნეობის შესაძლებლობების გაძლიერება ინოვაციური მოდელების დანერგვის და უნარების განვითარების გზით.

3. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • განათლება/ ექსტენცია;
  • კვლევა;
  • ტრენინგები / კონსულტაცია;
  • საველე დიაგნოსტიკა;
  • გაცვლითი პროგრამები;
  • ადვოკატირება.

4. მისამართი: თბილისი, აგლაძის 79 ბ

5. ცხელი ხაზი: 596 494 494 6. ელ.ფოსტა: info@fof.edu.ge

7. ვებგვერდი: www.fof.ge

ზოგადი ინფორმაცია:

გაერთიანება ქართული ხორბალი (Association Georgian Wheat) 2017 წელს შეიქმნა, ენდემური სახეობების და ტრადიციული ხალხური ჯიშების დაცვის, გამრავლების და გავრცელების მიზნით. იგი აერთიანებს ასობით მეხორბლე ფერმერს, საოჯახო მეურნეობას, ტრადიციული ფქვილისა და პურის მწარმოებელს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვზრუნავთ ძლიერ სოფელზე, უსაფრთხო გარემოზე და ჯანსაღ ადამიანზე. გაერთიანება თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, საერთაშორისო დონორებთან, ადგილობრივ ორგანიზაციებთან, კერძო და სამეცნიერო სექტორებთან. იგი არის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და სათათბიროს წევრი.

2. მისია:

ქართული ენდემური მარცვლეულის და ხალხური სელექციის ჯიშების დაბრუნება ჯანსაღ კვებაში, სოფლის გაძლიერებისთვის, სასურსათო უსაფრთხოებისთვის და საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის.

3.საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

  • ქართული ხორბლის ადგილობრივი ჯიშების გავრცელება ადგილწარმოშობის გეოგრაფიულ არეალში, ბუნებრივი და მდგრადი მიწათმოქმედების პრინციპების დანერგვა.
  • ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
  • მწარმოებლების პროფესიული მხარდაჭერა, პროფესიული სასწავლო პროგრამების დანერგვა.
  • საწარმოო ჯაჭვის ხელშეწყობა თესლიდან პურამდე.
  • ხარისხის სტანდარტის და კონტროლის შიდა მექანიზმის დანერგვა.
  • ადვოკატირება მთავრობასთან, ფერმერების და მწარმოებლების მთავარი საკითხების გადაწყვეტის მიზნით.
  • ხორბლის მოვლა-მოყვანასთან და პურ-ცხობასთან დაკავშირებული, მემკვიდრეობით მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის გაცოცხლება.
  • ქართული ხორბლის არამატერიალური კულტურის (ტრადიციები და რიტუალები) ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე აღიარება.
  • თანამშრომლობა სხვადასხვა მოთამაშეებთან.

3. მისამართი/მისამართები:

შატბერაშვილის ქ. 2, კორპ. 8, ბინა 15, თბილისი

4. ცხელი ხაზი: 599 539003

5. ელ.ფოსტა: geowheatgrowers@gmail.com

1. ზოგადი ინფორმაცია: ასოციაცია “საქრძე” 2006 წელს რძის სექტორის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით შეიქმნა. დღეისათვის იგი აერთიანებს რძის ინდუსტრიის 130 წევრს, როგორც მერძევე ფერმერებს, ასევე რძის გადამამუშავებლებს. 2018 წლიდან ასოციაცია „საქრძე“ არის ევროკავშირის მერძევეთა ასოციაციის (EDA) წევრი.

2. მისია: ასოციაცია „საქრძის“ მისიაა იყოს მერძევეთა ხმა მთელი საქართველოს მასშტაბით. ხელი შეუწყოს რძის ინდუსტრიის განვითარებას, დაიცვას მისი ინტერესები და ხელი შეუწყოს რძის რაოდენობისა და ხარისხის ზრდას.

3. საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

· მერძევეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა

· დარგის ინტერესების დაცვა და ლობირება

· რძისა და რძის პროდუქტების თანამედროვე სტანდარტების შემუშავება და დანერგვა

· რძისა და რძის პროდუქტების პოპულარიზაცია

· საქართველოში წარმოებული რძის რაოდენობისა და ხარისხის გაზრდა

· პროფესიული სწავლების გაძლიერება

· ინოვაციებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა

· მერძევეობის სფეროში წარმატებული ქვეყნების ცოდნის, გამოცდილებისა და სტანდარტების გავრცელება როგორც ასოციაციის წევრებს შორის, ასევე რძის ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებს შორის

· აქტიური მონაწილეობა რძის სექტორთან დაკავშირებული ყველა საკანონმდებლო-ნორმატიული დოკუმენტის მომზადებაში

4. მისამართი: ქ. თბილისი, რ. აგლაძის 15, ბიზნეს ცენტრი „მეგარონი“. მე-4 სართული, ოთახი 15

5. ცხელი ხაზი: 591445538

6. ელ.ფოსტა: info@dairygeorgia.ge kkoniashvili@dairygeorgia.ge

1. ზოგადი ინფორმაცია: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 2012 წელს დაფუძნდა და დღეს ქვეყნის მასშტაბით 5000-მდე ფერმერს, აგრობიზნესს და დარგობრივ ასოციაციას აერთიანებს. ფერმერთა ასოციაცია არის ევროპის ფერმერთა და კოოპერატივთა გაერთიანების (COPA-COGECA) პრივილეგირებული პარტნიორი; ასევე, მსოფლიოს ფერმერთა ორგანიზაციის (WFO) წევრი.

2. მისია: მთელი საქართველოს მასშტაბით გააერთიანოს ფერმერთა ხმა, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

3. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • ადვოკატირება – ფერმერთა ინტერესების უკეთ დასაცავად და საკანონმდებლო პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად;
  • შესაძლებლობის შექმნა ბიზნესის გაძლიერებისთვის;
  • განათლებაზე ხელმისაწვდომობა;
  • კავშირების დამყარება აგროსექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან;
  • რეგიონული ოფისების ფუნქციონირებით ფინანსურ რესურსებზე და აგროსერვისებზე ხელმისაწვდომობა.

4. მისამართი/მისამართები:

  • თბილისი, ატენის ქ. #16ა
  • თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ. 1, სართული II, ოთახი #210
  • ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. 6
  • ქუთაისი, რუსთაველის გამზ. 46
  • ახალციხე, წმ. ანდრია პირველწოდებულია ქ. 11

5. ცხელი ხაზი: 032 2 19 30 03

6. ელ.ფოსტა: info@gfa.org.ge

ზოგადი ინფორმაცია: საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია დაფუძნდა 2009 წელს. ის აერთიანებდა იმ დროისთვის საქართველოში მოქმედი მწარმოებლების 90%-ს. ასოციაცია მიზნად ისახავდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციით ქართული ბაზრის სრულად დაკმაყოფილებას და საექსპორტო ბაზრების მოძიებას. ეს ამოცანა წარმატებით იქნა შესრულებული კვერცხის წარმოების მიმართულებით, ხოლო ფრინველის ხორცის წარმოების მხრივ – გვაქვს ყოველწლიური ზრდა. ასოციაცია კოორდინაციაშია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ თითქმის ყველა ინდუსტრიულ ფერმერულ მეურნეობებთან.

ასოციაციის მისია: დარგში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, დაძლევა და სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა

ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

· არსებული პრობლემების აღმოფხვრა და ასოციაციის წევრთა ადვოკატირება ამ პრობლემების გადაჭრის მიმართულებით

· ინფორმაციული განვითარება (კონფერენციებსა და გამოფენებზე მიღებული გამოცდილების გაზიარება)

· სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან დარგის პრობლემების მიტანა-გადაწყვეტა

მისამართი: თბილისი, ბარათაშვილის ქ. N2

ტელეფონი: (+995) 599 504910; (+995) 599 613022

ელ.ფოსტა: uchumbegashvili@yahoo.com

1. ზოგადი ინფორმაცია:

ქართული რძის ნიშნის ფედერაცია დარგობრივი გაერთიანებაა, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა და დღეს 43 რძის გადამამუშავებელ საწარმოს აერთიანებს. წევრი საწარმოები ყოველდღიურად დაახლოებით 12,000 შინამეურნეობისგან იბარებენ რძეს და ასაქმებენ 1,000-მდე ადგილობრივ მოსახლეს. ფედერაციის ძირითადი მიმართულებაა ნედლი რძის წარმოების ხელშეწყობა ერთი მხრივ მეწარმეების გაძლიერების და მეორე მხრივ, არაჯანსაღი კონკურენციის დაძლევის გზით.

ფედერაცია წევრ საწარმოებს სთავაზობს სხვადასხვა სახის საკონსულტაციო სერვისს, რათა მათ შეძლონ ეფექტური ფინანსური, მარკეტინგული და მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღება, რაც საბოლოოდ მათი ბიზნესის განვითარებაზე აისახება. ორგანიზაცია აკავშირებს რძის გადამამუშავებელ საწარმოებს დარგში მოქმედ სხვა გაერთიანებებთან, ჰორეკა, საჯარო და კერძო სექტორთან სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. წევრი საწარმოების დიდი ნაწილი ფლობს ‘ქართული რძის’ ნიშანს – სასაქონლო ნიშანს, რომელიც გაიცემა ნედლი რძით წარმოებულ პროდუქციაზე, რომელიც არ შეიცავს რძის ფხვნილს და მცენარეულ ცხიმებს.

2. მისია: ნედლი რძის გადამამუშავებელი მეწარმეების გაერთიანება საქართველოში რძის სექტორისა და სამომხმარებლო კულტურის განვითარებისთვის.

3. საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

· კონსულტაცია სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის სტანდარტების მიმართულებით

· ადვოკატირება ნედლი რძის გადამამუშავებელი მეწარმეების უფლებების დასაცავად

· ფინანსური და საბუღალტრო კონსულტაცია

· მარკეტინგული მხარდაჭერა

· განათლებაზე ხელმისაწვდომობა

· ფინანსებზე ხელმისაწვდომობა

· კონსულტაცია შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით მიმართულებებში

4. მისამართი/მისამართები: თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N34

5. ცხელი ხაზი: +995 599 87 88 72

6. ელ.ფოსტა: geomilkfederation@gmail.com

1. ზოგადი ინფორმაცია:

ბლაუენშტაინი ქართულ-შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და დღემდე 55 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. კომპანიის მიზანია გააცოცხლოს მეცხოველეობის დარგი რაჭაში და შექმნას უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ხორცი და ხორცპროდუქტები. კომპანია სრულ ჯაჭვს ფლობს ფერმიდან მომხმარებლის კალათამდე. ბლაუენშტაინი არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც დავარგებული ხორცი შესთავაზა ქართველ მომხმარებელს.

2021 წელს სრულად ამოქმედდა მეღორეობის ფერმა, რომელიც აღჭურვილია ევროპული სტანდარტებით და სრულად ავტომატიზებულია.

წარმოების სრულ ჯაჭვზე აბსოლუტური კონტროლი „ბლაუენშტაინს“ საშუალებას აძლევს დარწმუნდეს, რომ ყველაფერი მისი სახელით უმაღლესი ხარისხის მატარებელია.

ბლაუენშტაინის სლოგანი „როგორც წესია“ განაპირობებს ყველა მიმართულების საქმის კეთების კულტურას.

ბლაუენშტაინმა, 2018 წელს, ცოდნის და დაგროვილი კომპეტენციის გაზიარების მიზნით, დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბლაუენშტაინ ედუ“. „ედუ“ მეცხოველეობით დაინტერესებლ პირებს და მოქმედ მეცხოველეებს სთავაზობს სერტიფიცირებულ კურსებს.

2. მისია: მისაბაძი მაგალითისა და შესაფერისი ცოდნის მიცემით ქართული საფერმო მეურნეობის თანამედროვე კულტურის დამკვიდრება.

3. საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

  • მეცხოველეობა
  • ჯიშის გაუმჯობესება
  • ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება

4. მისამართი/მისამართები:

  • თბილისი, წერეთლის 67
  • თბილისი, ფალიაშვილის 67

5. ცხელი ხაზი:

  • წერეთლის 67: 591 129 070
  • ფალიაშვილის 67: 599 224 485

6. ელ.ფოსტა: info@blauenstein.ge